მექსიკის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხოსე მანუელ დე ლა ტორემ კონფედერაციათა თასის პირველ მატჩში იტალიასთან 1:2 წაგებული შეხვედრა შეაფასა.
Mediotiempo-სთან საუბარში მან მატოქის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა და იტალიელი ფეხბურთელების ინდივიდუალური ოსტატობა აღნიშნა.
“ჩვენს წინაშე ძალიან ძლიერი გუნდი იდგა, კოორდინირებული, კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული, რომლებმაც იცოდნენ, რომ ბურთი უნდა ეკონტროლებინათ და მისთვის ბოლომდე იბრძოდნენ. მათ ინდივიდუალურად გვაჯობეს და ეს გადამწყვეტი აღმოჩნდა. ძალიან ბევრი არაზუსტი გადაცემა გავაკეთეთ, ეს კი ყოველთვის სახიფათოა. ამ დროს სივრცეები თავისუფლდება, მაგრამ ამას ჩვენთვის პრობლემა არ შეუქმნია”, - თქვა დე ლა ტორემ.
მექსიკა მომდევნო მატჩს 19 ივნისს ფორტალეზეში ბრაზილიის წინააღმდეგ გამართავს.
www.worldsport.ge