x
image
worldsport.ge
პიანიჩით “დორტმუნდი” დაინტერესდა

imageბოსნიის ეროვნული ნაკრებისა და იტალიური “რომას” ნახევარმცველმა მირალემ პიანიჩმა ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში, შესაძლოა, კლუბი გამოიცვალოს.
სერბული B92-ის ცნობით, დორტმუნდის “ბორუსია” 23 წლის ფეხბურთელის მიმართ ინტერესს იჩენს და მზადაა, მის სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო გადაიხადოს.
გერმანელები პიანიჩში მარიო გიოტცეს იდეალურ შემცვლელს ხედავენ, რომელიც მიუნხენის “ბაიერნში” გადავიდა. აღსანიშნავია, რომ ბოსნიელს იტალიურ კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2015 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.
მირალემი “რომაში” მეორე სეზონს ატარებს და სერია A-ს გასულ გათამაშებაში ჩატარებულ 27 მატჩში 3 გოლი გაიტანა.


www.worldsport.ge

0
3
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
3
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0