x
image
ციცი
Mediator image
ჩინელ კურსდამთავრებულთა ორიგინალური გამომშვიდობება უნივერსიტეტთან(+ფოტოები)

image

ჩინეთის პროვინციის, ჰუნანის ერთ-ერთი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებმა, დიდხანს იფიქრეს თუ რა გაეკეთებინათ ისეთი, რომ მათი უნივერსიტეტთან დასამშვიდობებელი ფოტოები ორიგინალური და დასამახსოვრებელი ყოფილიყო. მათ სურდათ, რომ მათი გამოსაშვები საღამო არ ყოფილიყო სტანდარტული, სადაც გოგონები საღამოს კაბებში იქნებოდნენ გამოწყობილნი, ხოლო ბიჭები შარვალ -კოსტიუმებში. მათ არ უნდოდათ ყოფილიყო ის მოსაწყენი ვარიანტი, როდესაც ახალგაზრდები მხოლოდ იმის მოლოდინში იქნებოდნენ, რომ ერთი წერტილისთვის ეყურებინათ, საიდანაც "ჩიტი გამოფრინდებოდა". მათ სურდათ რომ ცოტახნით მაინც მიექციათ მათი სურათებისთვის საზოგადოებას ყურადღება და პოპულარულები ყოფილიყვნენ თუნდაც ერთი კვირით მაინც ჩინეთის ინტერნეტ სივრცეში. მაგრამ მე მგონი მათი ფოტოები ჩინეთის ინტერნეტ სივრცეს გასცდა...

აი რა მოიფიქრეს ჩინელმა კურსდამთავრებულებმა... უნივერსიტეტს გამოემშვიდობნენ საქორწინო სამოსში. მაგარამ ყველაზე უცნაური ის იყო, რომ ბიჭებს საქორწინო კაბები ეცვათ, ხოლო გოგონებს საქორწინო შარვალ-კოსტიუმები.

თუმცა როგორც ორგანიზატორებმა აღნიშნეს, ამ ხუმრობის უკან უფრო სერიოზული რამ იმალებოდა. ასეთი შენიღბვით ახალგაზრდებს სურდათ მიექციათ საზოგადოების ყურადღება არსებული გენდერული დისკრიმინაციისთვის.


imageimageimageimageimage

2
63
3-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
63
  
2013, 14 ივნისი, 14:46
რა მაგარია რა მხიარულები არიან :D :D :D
0 1 2