“ბარსელონას” ყოფილმა პრეზიდენტმა, ხუან ლაპორტამ კატალონიური კლუბის სათავეში დაბრუნების სურვილი გამოთქვა.
“ცოტა ხნის წინათ გამართულ პრესკონფერენციაზე განვაცხადე, რომ მზად ვარ დავბრუნდე. ეს სურვილი ყოველდღიურად მიძლიერდება.
მყავს გუნდი, რომელიც ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია. ეს ის ხალხია, რომლებსაც ვენდობი.
არჩევნები 2016 წელს გაიმართება. ასე რომ, კარგად დასაფიქრებლად დრო მაქვს. კონსულტაციებს ოჯახის წევრებთანად გავივლი.” – აცხადებს ლაპორტა.
ხუან ლაპორტა “ბარსელონას” პრეზიდენტი 2003-2010 წლებში იყო. სწორედ მის სახელს უკავშირდება კლუბის გაბრწყინება ჯერ ფრანკ რაიკაარდის, შემდეგ კი პეპ გვარდიოლას დროს. ლაპორტას პრეზიდენტობის დროს, “ბარსამ” 4-ჯერ ლა ლიგა, 3-ჯერ ქვეყნის სუპერთასი, 2-ჯერ ჩემპიონთა ლიგა, ხოლო თითოჯერ ესპანეთის თასი, ევროპის სუპერთასი და საკლუბო მუნდიალი მოიგო.
მიშა ზაქარეიშვილი
www.worldsport.ge