x
image
worldsport.ge
მიკსუ პაატელაინენი: “ჯგუფში მე-2 ადგილის დაკავების არცთუ ცუდი შანსი გვაქვს”

imageფინეთის საფეხბურთო ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი მიკსუ პაატელაინენი, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, ბელარუსთან სტუმრად ნათამაშები ფრით (1:1) კმაყოფილი დარჩა, მიუხედავად იმისა, რომ მისმა შეგირდებმა გოლი მატჩის მიწურულს გაუშვეს.
“მნიშვნელოვანია, რომ ორ მატჩში ოთხი ქულა ავიღეთ. ეს ჩვენს სცენარს ზუსტად შეესაბამება. მეორე ტაიმში ტაქტიკა ოდნავ შევცვალეთ და ამან ძალიან კარგად იმუშავა. ფინეთის ნაკრებმა მოედნის ცენტრში უფრო ღრმად ითამაშა და მეტოქეს შანსი არ ჰქონდა. ჩვენს კარში გატანილი გოლის მომენტში ვიღაცას “ჩაეძინა”, მაგრამ ამ მოთამაშის გვარს არ დავასახელებ. რა თქმა უნდა, ამან ცოტა გული დაგვწყვიტა.
ვფიქრობ, რომ ჯგუფში მე-2 ადგილის დაკავების არცთუ ცუდი შანსი გვაქვს. თუმცა, უდავოა, რომ საფრანგეთთან, საქართველოსთან და ესპანეთთან რთული მატჩები გველის. ამჟამად მე-3 პოზიციაზე ვიმყოფებით და მიმაჩნია, რომ ჩემს გუნდს მომავალ თამაშებში თითოეული ქულისთვის ბრძოლა შეუძლია”, - განაცხადა მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ფინელმა სპეციალისტმა.


www.worldsport.ge

0
11
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
11
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0