x
image
worldsport.ge
“ინტერის” ყველაზე სექსუალური ქომაგი

imageცნობილ ევროპულ კლუბებს, გუნდის თავგადაკლული ქომაგების დაფასება და გამორჩევა არასოდეს “ეშლებოდათ.” ასეთ კლუბებს შორის არის, იტალიური “ინტერნეციონალე.” მილანურმა პოპულარულმა კლუბმა, გუნდის ყველაზე გამორჩეული და სექსუალური ქომაგი დაასახელა.
გამოკითხვა ფეხბურთელებს შორის ჩატარდა და “ინტერის” მოთამაშეებმა ყველაზე სექსუალურ ქომაგად, ერთხმად დაასახელეს, 25 წლის წარმოშობით რეჯიიო ემილიელი ლამაზმანი, ფედერიკა ჯულიანო, რომელიც “ინტერნაციონალეს” არც ერთ მატჩს არ აცდენს და გუნდის ერთგვარ თილისმადაც იქცა. ფედერიკა 2011 წელს, “მის იტალიად” დასახელდა.
ფედერიკას კლუბის თითქმის ყველა ფეხბურთელი პირადად იცნობს და ემეგობრება. როგორც ლამაზმანი ამბობს, “ინტერის” ყველა ფეხბურთელი უყვარს და მათგან რომელიმეს გამორჩევა ძალიან გაუჭირდება. თუმცა, მისი ყველაზე დიდი კუმირი მაინც არგენტინელი ხავიერ ძანეტია, რომელიც მშვენიერი ფედერიკას აზრით, ყველასთვის მისაბაძი ადამიანი უნდა იყოს.


www.worldsport.ge

0
63
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
63
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0