x
image
ციცი
Mediator image
ქეთა თოფურიამ თავი ისე "დაიმახინჯა", რომ ძნელად ამოსაცნობი გახდა
image
რუსული შოუბიზნესის ქართველმა მომღერალმა, A'Studio-ს სოლისტმა, ქეთა თოფურიამ მრავალრიცხოვანი თაყვანისმცემლები გააოგნა თავისი ფოტოთი, რომელიც მან ერთ-ერთ სოციალურ ქსელზე, ინსტაგარამაზე განათავსა.

ქეთა ყველასთვის საყვარელი მომღერალია, რუსეთშიც ძალიან უყვართ და პატივს სცემენ და მისით ძალიან აღფრთოვანებულნი არიან. ამიტომ იგი ყოველთვის ყურადღების ცენტრშია და იგი იმ ვარსკვლავთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელზეც ძალიან იშვიათად ან საერთოდ არ ლაპარაკობენ ცუდს(გამონაკლისი საქართველოა, სადაც ქეთას ბევრი ლანძღავს).

ქეთა ყოველთვის გამოირჩევა არაორდინალურობით, მისი საკონცერტო სამოსი, ყოველთვის რაღაც განსხვავებულია და უცნაური, ახლახანს ყველა მის დეკოლტირებულ ჩოხაზე ლაპარაკობდა... image

ხოლო მისმა ფოტომ, რომელშიც ქეთა მასკით არის გადაღებული მთელი რუსული მედია სივრცე აალაპარაკა...




მაშ ასე, მხიარულმა და საყვარელმა ქეთამ გადაწყვიტა გაეოცებინა თავისი ფანები და ამიტომ სახეზე გაიკეთა სპეციალური მასკა, რომლითაც იგი სრულიად არ გავდა თავის თავს, გადაიღო ფოტო და განათავსა სოციალურ ქსელზე.

"პირველი შეხედვისას იფიქრებდით, რომ მასკის ქვეშ ქსენია სობჩაკის სახე იმალებოდა"-აღნიშნა ქეთას ერთ-ერთმა თაყვანისმცემელმა.

ქეთამ სახეზე დაიდო სპეციალური კოსმეტიკური ქსოვილი, თვალების და პირის ადგილები ამოჭრა და ისე შეიცვალა, რომ ძნელად ამოსაცნობი გახდა.

ამ ფოტოს დიდი გამოხმაურება მოყვა მის გვერდზე, მისი ფანები უწერდნენ სახუმარო კომენტარებს ქეთას. ერთ-ერთმა ისიც კი დაწერა, რომ ასეთი ფოტო ყველა გოგოს უნდა ჰქონდეს გადაღებულიო.

აღსანიშნავია, რომ ქეთა ამ ბოლო დროს მუდამ მხიარულ განწყობაზეა, რაც არა მარტო მისი კარიერული წინსვლით არის განპირობებული, არამედ მისი პირადი ბედნიერებით.


ეს კი მისის ფოტო რომელიც ინსტაგარამაზე განათავსა



image

2
299
1-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
299
  
2013, 9 ივნისი, 16:24
ცნობადი სახე როცაა იმისი ყველაფერი უკვირთ
2013, 9 ივნისი, 14:49
ნეტა ეს ხალხი რამ გააოგნა გოგომ ნიღაბი გაიკეთა ისე მართლა ძალიან სხვანაირია :D ვერავინ ვერ იცნობს ისე გამოიყურება :D
0 1 2