პოპულარული მომღერალი ჯასტინ ბიბერი კოსმოსში გაფრენას აპირებს, ამის შესახებ თავის მიკრობლოკში დაწერა სერ რიჩარდ ბრენსონმა, მისი სიტყვებით ბიბერი და მისი მენეჯერი სკუტერ ბრაუნი გაფრინდებიან დედამიწის ორბიტაზე Virgin Galactic-ის პროგრამის ფარგლებში."გილოცავთ იქ მაღლა შევხვდებით"-ასე დაწერა ბრენსონმა Twitter-ში.მოზარდების პოპ-იდოლი მორიგი ვარსკვლავი გახლავთ, რომელმაც გამოთქვა სურვილი შეუერთდეს კოსმოსურ მისიას Virgin Galactic-ის ფარგლებში.მანამდე კოსმოსში გაფრენის სურვილი ლეონარდო დი კაპრიომ, სარა ბრაიტმანმა და ეშტონი კატჩერმა გამოთქვეს.ყველა კანდიდატმა 250 000$ უნდა გადაიხადოს და კოსმოსური ტურისტი გახდება. კონცერტი კოსმოსში? თებერვალში ჯასტინ ბიბერმა Twitter-ში დაწერა, რომ სურვილი აქვს კოსმოსში კონცერტი გამართოს, პასუხად NASA-მ მიანიშნა, რომ შეიძლება მომღერალს ამ საქმეში დაეხმაროს.აპრილის ბოლოს გამოიცადა კოსმოსური აპარატი SpaceShipTwo. კომპანიაVirgin Galactic სარაკეტო ძრავები მხოლოდ 15 წამით ჩართეს, სიმაღლის აღების შემდეგ, რომელიც სატრანსპორტო თვითმფრინავზე იყო მიმაგრებული. ბიბერი და სხვა ასტროტურისტები 62 კილომეტრის სიმაღლეზე აფრინდებიან, ეს გახლავთ ატმოსფეროს საზღვარი, სადაც ადამიანები უწონობას განიცდიან.