ნამცხვრები მსუბუქი ნამცხვარი 2012, 19 მარტი, 16:35 ![]() გავაკეთოთ გოგლიმოგლი. ცალკე ავთქვიფოთ ცილა გათეთრებამდე. ათქვეფილი ცილა შევურიოთ გოგლიმოგლს. ვურიოთ ნელა. შემდეგ ნელ–ნელა ჩავყაროთ თეთრი პურის ფქვილი და ვურიოთ კოვზით ქვევიდან ზევით. ჩავყაროთ აგრეთვე ლიმონის კანის ნახეხი. ტაფაზე დავაფაროთ ცხიმ წასმული თეთრი ქაღალდი და ამ ქაღალდზე კოვზებით დავადოთ ეს გათქვეფილი ცომი კაკლისოდენა ან ცოტა მეტი ზომის. შევდგათ საშუალო ტემპერატურის ჰაერღუმელში და გამოვაცხოთ. გამოცხობის დროს ცომი აიწევს და ერთი ორად გადიდდება. როცა შეწითლდება, გადმოვიღოთ და ნამცხვარი მზად იქნება. 786 2-ს მოსწონს
|