უკვე დიდი ხანია, სპორტის აქტიური გულშემატკივრები და მსოფლიო პრესა გაცხოველებით ჭორაობს მსოფლიოს მეორე ჩოგანი ქალის, მარია შარაპოვას და ბულგარელ ჩოგბურთელ გრიგორი დიმიტროვის რომანზე.
როგორც ამბობენ, “კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება“. მარიას ძალიან მობეზრდა პაპარაცებისგან რომანის დამალვა და უკვე განაცხადა საჯაროდ მისი და გრიგორის ახლო ურთიერთობაზე. მან ჟურნალისტებს სთხოვა, ამ თემაზე მეტად აღარ შეაწუხონ და თავის გაანებონ მათ დევნას. “ეს ჩვენი პირადი ცხოვრებაა კორტებს მიღმა და გვინდა, რომ მხოლოდ ჩვენი იყოს“ – განუცხადა მან ყვითელი პრესის წარმომადგენლებს.
www.worldsport.ge