ფეხბურთი 70 მილიონი რონალდუს “რეალისთვის” უარის სანაცვლოდ 2013, 5 ივნისი, 11:30 მადრიდის “რეალის” ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ “სამეფო კლუბთან” ახალ კონტრაქტს სავარაუდოდ არ გააფორმებს. ევროპული სააგენტოების ინფორმაციით“ პორტუგალიელი ვარსკვლავი თავს შთამბეჭდავი ფინანსური დაპირების გამო შეიკავებს. ერთ-ერთი უმდიდრესი ევროპული კლუბი, რომლის სახელიც არსად კონკრეტდება, კრიშტიანუს “რეალთან” ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე უარის თქმის შემთხვევაში, მოქმედი კონტრაქტის დასრულებისთანავე (2015 წელს) 70 მილიონი დოლარის ოდენობის ბონუსს და მრავალმილიონიან კონტრაქტს ჰპირდება. 1990 2-ს მოსწონს
|