x
image
worldsport.ge
შევჩენკო – ფეხბურთიდან გოლფში

imageსახელგანთქმული უკრაინელი ფეხბურთელი ანდრეი შევჩენკო, შესაძლოა, 2016 წლის რიო დე ჟანეიროს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ვიხილოთ.
საქმე ისაა, რომ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა კარიერის დასრულების შემდეგ, ჯერ პოლიტიკაში უშედეგოდ სცადა ბედი, შემდეგ კი მთელი ძლისხმევითა და მონდომებით გოლფში მოსინჯა ძალები. შევჩენკომ ინგლისის “ქუინვუდ გოლფ კლაბის” ტურნირზე პირველი ადგილი დაიკავა.
თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ აღნიშნული კლუბი ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულია ინგლისში და ანდრეი დღეში 3-4 საათს ატარებს გოლფის მოედანზე ვარჯიშში, ადვილი წარმოსადგენია, რომ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე თავისი ქვეყანა წარადგინოს და წარმატებაც მოუტანოს.


www.worldsport.ge

0
30
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
30
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0