საქართველო რუსეთის პრემიერის დიმიტრი მედვედევის განცხადებით, რუსეთი არ დაუშვებს, რომ მისი მეზობლები ნატოს წევრები გახდნენ 2013, 4 ივნისი, 23:01 რუსეთის ანტაგონისტური დამოკიდებულება ნატოს მიმართ არავისთვის ახალი არაა, მაგრამ დღეს ნორვეგიაში ვიზიტად მყოფი რუსეთის პრემიერ - მინისტრის დიმიტრი მედვედევის განცხადება ყოველგვარ ზღვარს გადავიდა, როცა მან რეაგირების მოხდენაზე ისაუბრა ალიანში გაწევრიანების მსურველი მეზობელი ქვეყნების მიმართ. "ალიანსში ისეთი ახალი წევრების შესვლა, რომლებიც რუსეთის მეზობლები არიან სტაბილურობის უზრუნველყოფის მხრივ ახალ ვითარებას ქმნის და საბოლოო ჯამში ძალთა გადანაწილების პარიტეტს ცვლის. რუსეთი იძულებულია რეაგირება მოახდინოს მეზობელი ქვეყნების ნატოში წევრობაზე.ჩვენ ვერ დავტოვებთ უყურადღებოდ იმას, რომ ნატო ეს არის უცხო ფორმირება და სტრუქტურა სამხედრო პოტენციალით, რომელიც მოვლენათა არასასურველი გზით განვითარების შემთხვევაში შესაძლოა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ იყოს გამოყენებული" - განაცხადა რუსეთის პრემიერ - მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა და აქვე მრავალმნიშვნელოვნად მიუთითა, რომ იძულებულია რუსეთი - რეაგირება მოახდინოს რუსეთის მეზობელი ქვეყნების ნატოში გაწევრიანებაზე.მისივე თქმით : - "მოსკოვის პოზიცია ნატოს გაერთიანებაში მარტივია და ყველა ქვეყანა თავად წყვეტს ნატოში გაერთიანების საკითხს ეროვნული სუვერენიტეტის შესახებ დოქტრინის საფუძველზე".
85 20-ს მოსწონს 3-ს არა
|