x
image
ვიზა კოხაძე
რუსეთის პრემიერის დიმიტრი მედვედევის განცხადებით, რუსეთი არ დაუშვებს, რომ მისი მეზობლები ნატოს წევრები გახდნენ

imageრუსეთის ანტაგონისტური დამოკიდებულება ნატოს მიმართ არავისთვის ახალი არაა, მაგრამ დღეს ნორვეგიაში ვიზიტად მყოფი რუსეთის პრემიერ - მინისტრის დიმიტრი მედვედევის განცხადება ყოველგვარ ზღვარს გადავიდა, როცა მან რეაგირების მოხდენაზე ისაუბრა ალიანში გაწევრიანების მსურველი მეზობელი ქვეყნების მიმართ. "ალიანსში ისეთი ახალი წევრების შესვლა, რომლებიც რუსეთის მეზობლები არიან სტაბილურობის უზრუნველყოფის მხრივ ახალ ვითარებას ქმნის და საბოლოო ჯამში ძალთა გადანაწილების პარიტეტს ცვლის. რუსეთი იძულებულია რეაგირება მოახდინოს მეზობელი ქვეყნების ნატოში წევრობაზე.ჩვენ ვერ დავტოვებთ უყურადღებოდ იმას, რომ ნატო ეს არის უცხო ფორმირება და სტრუქტურა სამხედრო პოტენციალით, რომელიც მოვლენათა არასასურველი გზით განვითარების შემთხვევაში შესაძლოა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ იყოს გამოყენებული" - განაცხადა რუსეთის პრემიერ - მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა და აქვე მრავალმნიშვნელოვნად მიუთითა, რომ იძულებულია რუსეთი - რეაგირება მოახდინოს რუსეთის მეზობელი ქვეყნების ნატოში გაწევრიანებაზე.მისივე თქმით : - "მოსკოვის პოზიცია ნატოს გაერთიანებაში მარტივია და ყველა ქვეყანა თავად წყვეტს ნატოში გაერთიანების საკითხს ეროვნული სუვერენიტეტის შესახებ დოქტრინის საფუძველზე".

image
დიმიტრი მედვედევის ამ განცხადებას შეფასებები მოჰყვა საქართველოშიც, სადაც ერთ პოზიციაზე დგას როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიცია. საქართველოს ხელისუფლება მთავარ საგარეო პოლიტიკურ კურსად კვლავ ნატოს ასახელებს" - " ნატო არის ერთადერთი საშუალება, რომ რეგიონში შეიქმნას უსაფრთხოება, მნიშვნელობა არა აქვს ეს რუსეთისთვის მისაღებია თუ არა. რუსეთი პოლიტიკას არ ცვლის საქართველოს მიმართ.- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

1
85
20-ს მოსწონს
3-ს არა
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
85
  
2013, 4 ივნისი, 23:31
ეს კაცის გადანაჭრელი რა დღეშია:)
0 1 1