x
image
worldsport.ge
კრომბახული ოცნებები

imageგერმანული პატარა ქალაქი კრომბახი, რომელიც გერმანული ლუდის, “კრომბახერის” დამზადებით გახდა მთელ მსოფლიოში სახელგანთქმული, არასოდეს გამოირჩეოდა დიდი საფეხბურთო ტრადიციებით. ამ ქალაქის გუნდი ყოველთვის რანგით დაბალ ლიგებში ყურყუტებდა და ეს არავის უკვირდა.
ქალაქ კრომბახის რამდენიმე მკვიდრმა, მათ შორის, “კრომბახერის” ქარხნის მუშებმაც, ამ ერთი კვირის წინ, ”კრომბახერის” საწარმოს ხელმძღვანელობას სპეციალური წერილი გაუგზავნეს, სადაც ქალაქის მცხოვრებლების თხოვნა და სურვილებია ჩამოწერილი.
კრომბახის მკვიდრთ თურმე დიდი სურვილი და ამბიცია გააჩნიათ, რომ “კრომბახერმა” მათ ქალაქში ფეხბურთი ააღორძინოს და ამისთვის ინვესტიციებიც ჩადოს. ასეთი ინიციატივა ევროპაში არავის უკვირს. მით უმეტეს, რომ საქმე გვაქვს მთელ მოფლიოში ცნობილი ლუდის მწარმოებელთან, რომელიც უსახსრობას არასოდეს უჩიოდა. ასე რომ, ქალაქ კრომბახის მკვიდრთა ოცნება შესაძლოა ასრულებადიც იყოს...


www.worldsport.ge

0
1
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
1
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0