x
image
ვიზა კოხაძე
"ხმამაღლა ნათქვამია,რომ პოლიტიკა ჩემს გარშემო ბრუნავს" - აცხადებს გია ხუხაშვილი
image
ბოლო დროს კულუარებში გავრცელებული ინფორმაციით პრემიერ - მინისტრის მრჩეველმა საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობებში - გია ხუხაშვილმა შესაძლებელია ქართულ პოლიტიკაში უშიშროების საბჭოს მდივნის სავარძელიც კი მოირგოს, ( აქვე ვრცელდებოდა ინფორმაცია თითქოს პრემიერ - მინისტრ ბიძინა ივანიშვილს ალტერნატიული უშიშროების საბჭოს შექმნის იდეა ჩამოუყალიბდა, რაზეც განცხადება პირდაპირ ეთერში პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - ირინა იმერლიშვილმა გააკეთა და კატეგორიულად უარყო პრემიერის მიერ ალტერნატიული უშიშროების საბჭოს შექმნის იდეა ).

კულუარულად გავრცელებულ ინფორმაციას აბსურდულს უწოდებს თავად ხუხაშვილი და აცხადებს, რომ უშიშროების საბჭოს მდივნობაზე არანაირი საუბარი არ ყოფილა: - " მართალია, პოლიტიკაში ასეა - არასოდეს თქვა არასოდეს, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს არის სრული აბსურდი.მით უმეტეს, მიშა რომ მე დამნიშნავს უშიშროების საბჭოს მდივნად, ეს ხომ სასაცილოა".

სენსაციურ განცხადებას აკეთებს ქართულ პოლიტიკაში "რუხ კარდინალად' ცნობილი ხუხაშვილი, როცა ამბობს, რომ კოალიცია აუცილებლად დაიშლება .იმავე ინტერვიუში იგი აცხადებს: - " ხმამაღლა ნათქვამია, რომ პოლიტიკა ჩემს გარშემო ბრუნავს! დიახ, მე გამოვაცხადე, რომ პოლიტიკიდან მივდივარ, ეს იყო ჩემი სურვილი. მაგრამ როგორც ჩანს, პოლიტიკაში შესვლა ადვილია, გამოსვლა კი - ძალიან რთული".

საზოგადოებისათვის დღესავით ნათელია, რომ ხუხაშვილი ახალი ხელისუფლების და კონკრეტულად პრემიერის არა მარტო მრჩეველია, იგი ხერხემალიცაა "ახლების" და სრულიად ბუნებრივიცაა, რომ მისი პოლიტიკიდან წასვლის საკითხს ბიძინა ივანიშვილი - არასოდეს განიხილავს.



image

0
40
21-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
40
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0