x
image
worldsport.ge
მოკრივე ფლოიდ მეივეზერი – მილიონერთა სიაში

imageსპორტი რომ თავდაუზოგავ შრომას, ნებისყოფას და ხშირ შემთხვევაში იღბალსაც მოითხოვს, ალბათ ახსნა არც სჭირდება. მაგრამ, როგორც მწვერვალების დაპყრობაა რთული, არანაკლებ ძალისხმევას მოითხოვს შეინარჩუნო მიღწეული წარმატება.
რა თქმა უნდა, ცნობილ და წარმატებულ სპორტსმენებს შემოსავალიც სოლიდური აქვთ და ხშირად შეიძლება მათ გვარ-სახელებს მილიონერთა სიაშიც გადავაწყდეთ.
ასეთია მაგალითად, მოკრივე ფლოიდ მეივეზერი. ამერიკულ ჟურნალ “ფორბსის” მონაცემებით, მისი კაპიტალი 2016 წლისთვის შესაძლოა 250 მილიონ ამერიკულ დოლარს გაუტოლდეს. აღსანიშნავია, რომ ფლოიდს, ვიქტორ ორტისთან და მიგელ კოტტოსთან მოგებულმა ორთაბრძოლებმა 40 და 45 მილიონი დოლარი მოგება მოუტანა.image

მეივეზერმა არაერთ სახელგანთქმულ და მდიდარ სპორტსმენს გაუსწრო და თუ ასე გააგრძელა, შესაძლოა ყველაზე მდიდარ მოკრივეს, ამერიკელ ოსკარ დე ლა ველასაც გაუსწროს, რომლის შემოსავალიც აქტიური სპორტის პერიოდში 616 მილიონ დოლლარს შეადგენდა.


www.worldsport.ge

0
173
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
173
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0