პარასკევს თბილისში სილვიო ბერლუსკონიც ჩამოვა. "მილანის" პრეზიდენტი, რომლის ხელშიც კლუბმა სასწაულ წარმატებებს მიაღწია, კახა კალაძის ფეხბურთიდან გაცილების მატჩს დაესწრება. ეს იტალიური საიტების ცნობით.
ამასთან, 76 წლის ბერლუსკონი თბილისში შეხვდება და გაესაუბრება ჰოლანდიელ კლარენს ზეედორფს, რომელიც "მილანიდან" გაშვებული მწვრთნელის, მასიმილიანო ალეგრის შემცვლელად მოიაზრება.
ილია ნანობაშვილი
www.worldsport.ge