ლავრენტი ბერია დღემდე ითვლება სტალინის ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე ამოუცნობ ფიგურად, ბევრი მის ხასიათში სატანისებურ შრიხებს ხედავდა, ზოგი კი მას გარემოების უცოდველ მსხვერპლად მიიჩნევდა...აღმოჩნდა რომ ბერიას "სექსუალური აღვირახსნილობა" საბჭოთა კავშირის სასარგებლოდ მუშაობდა, მისი დაკითხვის ოქმებში ფიგურირებს დაახლოებით 700 მისი საყვარელი, რომლებიც უსაფრთხოების და დაზვერვის აგენტები იყვნენ.ამის გადამოწმება დღეს შეუძლებელია და არცაა საჭირო, მთავარია ის, ბერიას უნაკლოდ შესრულებულმა დაზვერვამ, მისმა ტექნიკურმა მხარემ ქვეყანას გამარჯვება მოუტანა მრავალ საქმეში.1953 წელს ბერია დაიჭირეს, თითქოს შპიონაჟს ეწეოდა დიდი ბრიტანეთის სასარგებლოდ, სასამართლო პროცესი 5 დღეს გრძელდებოდა, განაჩენი 23 დეკემბერს გამოიტანეს, ზოგიერთი წყარო იტყობინება, რომ დახვრეტის წინ ბერიან აღიარა ქალების "მორალური გახრწნა", გამოძიების ინფორმაციით მან 221 ქალთან ჰქონდა კავშირი.მალევე, 1954 წელს დაჭერილი იქნენ მისი მეუღლე ნინა გეგეჭკორი და შვილი სერგო.როგორც ნინა იხსენებს გამომძიებლებმა სერგოს მკვლელობის ინსცენირება მოაწყვეს, თუმცა მას მაინც არაფერი ჰქონდა სათქმელი ქმრის შესახებ, როცა გაისროლეს, მას გული წაუვიდა..
დღეს ბევრი მიიჩნევს, რომ ბერიას ჰქონდა "თეთრი ლაქებიც", ზოგიერთი ადამიანი ცდილობს გაამართლოს იგი საზოგადოების თვალში, თუმცა მისი ეშმაკისეული სახება სამუდამოდ დარჩა საბჭოთა ცნობიერებაში.2000 წელს ბერიას რეაბილიტაციაზე უარი ეთქვა.![ლავრენტი ბერია და ქალები image](http://server2.intermedia.ge/article_images/small/201305/201305301112436227.jpg)