ნამცხვრები ნამცხვარი "შუ" 2012, 19 მარტი, 15:12 მასალად საჭიროა:
ერბო – 200გრ შაქარი – 6სუფრის კოვზი ლიმონი – 1ცალი პურის ფქვილი – 400გრ კვერცხი – 18ცალი ჩავასხათ ქვაბში 2ჩაის ჭიქა ნახევარი წყალი, 200გრ ერბო წამოვადუღოთ. ჩავყაროთ ამ ნარევში 6სუფრის კოვზი შაქარი, სწრაფი მორევით ჩავალესოთ 400გრ ფქვილი. ვურიოთ მანამ, სანამ ცომი ქვაბს ადვილად არ მოსცილდება. გადავიტანოთ სხვა ჭურჭელში, რის შემდეგ ჩავახალოთ 18კვერცხის ათქვეფილი გული. დიდხანს ვლესოთ. შემდეგ შევურიოთ იმავე 18კვერცხის მაგრად ათქვეფილი ცილა, დავაყაროთ 1ჩ/კ სასმელი სოდა. შემდეგ ეს ცომი ამოვიღოთ კოვზით და დავადოთ ერბოწასმულ თუნუქის ტაფაზე. თითოეული ნახევარი კვერცხისოდენა უნდა იყოს. ზედ წავუსვათ წყალნარევი კვერცხის გული. და მოვაყაროთ შაქარი. შევდგათ საშუალო ტემპერატურის ჰაერღუმელში და გამოვაცხოთ ისე, რომ ზემოდან დასკდეს და შეწითლდეს. შემდეგ თითოეულს გავუკეთოთ ნახვრეტი და შევასხათ ვანილიანი კრემი. 7423 13-ს მოსწონს |
მასალად დაგჭირდებათ:
1. 100გრ.წყალი,
2. 100გრ. კარაქი,
3. მარილი დანის წვერით,
4. ფქვილი-1 საშუალო ზომის ჭიქით,
5. კვერცხი- 4 ცალი.
ცომში შაქარი და ვანილი არ უნდა!!!
მომზადების წესი:
საშუალო ზომის ქვაბში ჩავასხათ 100 გრ. წყალი და ნელ ცეცხლზე წამოვადუღოთ, დავამატოთ 100 გრ. კარაქი და მარილი დანის წვერით.რომ წამოდუღდება ჩავყაროთ ფქვილი და კარგად მოვურიუთ 2-3 წუთის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე.
გადმოვდგათ გაზქურიდან ცომი და რომ შეგრილდება, სათითაოდ ვამატოთ კვერცხები და კარგად ვურიოთ.მივიღებთ საშუალო სისქის ცომს. (გაზქურიდან გადმოდგმა არ დაგავიწყდეთ!)
ღუმელი გავაცხელოთ 180 გრაუსზე.
ჯარონაზე დავაფინოთ კალკის ქაღალდი და სადილის კოვზით,ერთმანეტის მოშორებით დავსვათ ცომები. თითო რიგზე ოთხ-ოთხი ცალი. შევდგათ ჰაერღუმელში და ვაცხოთ 40 წუთი.
არავითარ შემთხვევაში არ გამოაღოთ ღუმელის კარები,სანამ ბოლომდე არ გამოცხვება "შუ", თუ გინდათ,რომ გამხმარი ბლინები არ მიიღოთ "შუ"-ს ნაცვლად!
კრემი: უხდება რძეზე მომზადებული,მოხარშული კრემი.
ამის დამწერს,დარწმუნებული ვარ,თვითონ არც კი გაუკეთებია ნამცხვარი "შუ". სოდა რად უნდა და თან ამდენი კვერცხით 60 ცალი მაიც გამოვა :DDD