სხვა 7 ფენომენალური ბუნებრივი საოცრება მსოფლიოში 2013, 28 მაისი, 20:46 სტატიაში მოგითხრობთ 7 ფენომენალურ საოცრებაზე, რომლებიც ბუნების მიერაა შექმნილი დედამიწაზე.
ბუნების კლასიკურ საოცრებებად ითვლება დიდი კანიონები, უზარმაზარი მთები და ა.შ. ზოგი საოცრებად იმასაც თვლის ლამაზი ქანები თუ შეხვდება, ან უბრალოდ ლამაზი და უცნაური ფორმის ღრუბლები. ამჯერად, მე მოგიყვებით ყველაზე სანახაობრივ 7 ფენომენალურ ბუნებრივ საოცრებაზე. 1) მცურავი ქვის ლოდები საიდუმლოებით მოცული მოძრავი ქვის ლოდები ათასწლეულების მანძილზე არსებობენ უდაბნოებში. ამ კლდის უზარმაზარი ლოდების წონა ათასობით ფუნტია. მეცნიერთა ნაწილის მტკიცებით მათ ძლიერი ქარი გადაადგილებს, ხოლო მეორე ნაწილი თვლის, რომ ქანების დახრილობის გამო ხდება მათი გადაადგილება. თუმცა არცერტის აზრი არ ემთხვევა რეალობას. ამ მასის ქვების გადასაადგილებლად ქარი ასობით მილი/საათში სიჩქარით უნდა ქროდეს, ხოლო რაც შეეხება ქანების დახრილობას ეს ლოდები სხვადასხვა მხარეს მოძრაობენ. ასრ, რომ... 2) ბაზალტის მიჯრილი სვეტები ვულკანური ქანები გაციების შემდეგ ერთგვაროვანი ფორმისაა, ეს კი ვერტიკალური ბზარებითაა. გასაოცარია გრეთვე მათი სიმეტრიულობა. ასეთი გიგანტური საოცრება არსებობს ირლანდიის სანაპიროზე, თუმცა ყველაზე დიდ მსგავს საოცრებად მაინც ეშმაკის კოშკი ითვლება (ვაიომინგი, ამერიკის შეერთებული შტატები). სავარაუდოდ, იგი წლყით ან ჰაერის ჭავლით უცაბედად გაგრილებული ლავაა, მაგრამ მაინც გასაოცარია მისი სიმეტრიული ბზარები. 3) ლურჯი ხვრელი ლურჯი ხვრელები გიგანტური მიწისქვეშა მღვიმეებია, რომლებიც ვერტიკალურადაა განლაგებული და სიღრმის გამო ამ ადგილებში წყალი განსაკუთრებულად ლურჯი მოჩანს. ასობით მეტრის სიღრმეზე გამოიკვლიეს რამდენიმე მათგანი მყვინთავებმა. შემზარავი სიცარიელე სუფევს ლურჯ ხვრელებში. მასში წყლის ცუდი მიმოქცევის გამო ჟანგბადის ნაკლებობაა, რის გამო ამ ლურჯ ხვრელებში სიცოცხლე ფაქტიურად არ არსებობს. მეცნიერების ვარაუდით ეს უცნაური ხვრელები დიდ წიაღისეულს უნდა მალავდნენ. 4) წითელი მიქცევა-მოქცევები წითელი მიქცევა და მოქცევა ცნობილია როგორც წყალმცენარეების ყვავილობა. ფერადი ერთუჯრედიანი წყალმცენარეები მოულოდნელად უერთდებიან დინებას და ასე ხდება ოკეანის პლაჟების გაწითლება. ეს ლამაზი სანახაობა შეიძება სახიფათოც აღმოჩნდეს. ზოგიერთი წყალმცენარე ტოქსიკურია და სიკვდილიანობას იწვევს ზღვის ძუძუმწოვრებში, ფრინველებსა და თევზებში. ადამიანისთვის მცირე რაოდენობა შეიძლება არ იყოს სახიფათო, მაგრამ დასუსტებული ორგანიზმისთვის შეიძლება ფატალური შედეგი გამოიღოს. 5) ყინულის წრეები მიუხედავად იმისა, რომ ფოტოზე ნათლად ჩანს სრულყოფილი წრეები, მაინც არ გვაქვს უფლება ვიფიქროთ, რომ ეს ადამიანის ჩარევით ხდება. მეცნიერების მიერ ჩატარებული ცდების საშუალებით შესაძლებელი გახდა მსგავსი ყინულის წრეების მიღება ლაბორატორიულ პირობებშიც. ყინულის ასეთი იდეალური წრეები თითქმის ყველა ზომის გვხვდება. 500 მეტრი დიამეტრის მქონდე ყინულის წრეც კი დაფიქსირეს. ფოტოზე კარგად ჩანს სხვადასხვა ზომის ყინულის წრეები. ისინი შეიძლება დაჯგუფების სახიტაც შეგვხვდეს. 6) მკერდის ფორმის ღრუბლები ეს საშიში შესახედაობის ღრუბლები ქარიშხლის მომასწავებელია. როგორც წესი, ღრუბლები შედგება ყინულის კრისტალებისგან და მათი ზომები ხშირად ასეულ მეტრებზე დიდია. მათი ფორმირება 10-15 წუთის მანძილზე გრძელდება. მატი გამოჩენა ყოველთვის საშინელი ამინდის, შტორმისა და ქარიშხლების მომასწავებელია. 7) ცეცხლოვანი ცისარტყელები ასეთი საოცარი ცისარტყელები მართლაც დიდი იშვიათობაა. როგორც მოგეხსენებათ, ცისარტყელა ძირითადად წვიმის შემდეგ ჩნდება და მას ჰაერში დარჩენილი წყლის წვეთების მიერ გარდატეხილი სინათლე ქმნის. ასეთი საოცარი ცეცხლოვანი ცისარტყელა კი კრისტალებში სინათლის გარდატეხის შედეგად ჩნდება. სწორედ ამიტომაა იშვიათი მოვლენა, რომ ცაში ყინულის კრისტალებზე შუქის გარდატეხა და მსგავსი ეფექტი დიდი იშვიათობაა. იმედი მაქვს, ამჯერადაც არ გაგიცრუეთ იმედები და სასიამოვნო სიახლე შემოგთავაზეთ. გაითვალისწინეთ, რომ ეს მხოლოდ ჩემ მიერ შემოთავაზებული 7 ბუნებრივი ფენომენალური საოცრებაა. ბუნებაში გაცილებით ბევრია. 617 20-ს მოსწონს |
რა მოგწამლეს?