სხვა ვარდისფერი ტბა სენეგალში 2013, 23 მაისი, 22:08 ეს უცნაური შეფერილობის (ვარდისფერი) ტბა მდებარეობს სენეგალში. ტბას Retba ეწოდება. ეს უცნაური შეფერილობა მან მრავალი მიკროორგანიზმების (Dunaliella salina) წყალობით შეიძინა.
ეს მიკროორგანიზმები შთანთქავენ მზის თეთრ სინათლეს იზოლირებული პიგმენტების საშუალებით. ეს ერთადერთი ცოცხალი არსებაა, რომელიც კარგად ეგუება გაჯერებულ მარილიან წყალში ცხოვრების პირობებს. ტბა Retba იმდენად მარილიანია, რომ ნახევარ საათში შეუძლია ადამიანის დაუცველი კანის დაშლა გამოიწვიოს. გთავაზობთ ამ ულამაზესი ტბის ფოტოებს. იმედია, კვლავ გავამართლე თქვენი იმედები და კვლავ სასიამოვნო სიახლე შემოგთავაზეთ. იმოგზაურეთ ჩვენთან ერთად მსოფლიოს ულამაზეს ადგილებში. 141 13-ს მოსწონს
|