სხვა მსოფლიოს ულამაზესი პირველი ლედები 2013, 28 აპრილი, 23:02 ამ სტატიაში ვეცდები ჩემთვის ცნობილ ლამაზ პირველი ლედებზე შემოგთავაზოთ მცირედენი ინფორმაცია დართული ფოტოებით.
კარლა ბრუნი ცნობილი მომღერალი და მოდელი კარლა ბრუნი ნიკოლა სარკოზის (საფრანგეთის პრეზიდენტი) მესამე მეუღლეა. ნიკოლა სარკოზიმ იგი ცოლად 2008 წელს შეირთო, ხოლო 2011 წელს მათ ქალიშვილი შეეძინათ. იმის მიუხედავად, რომ კარლა პირველი ლედია, მაინც არ ტოვებს საყვარელ საქმიანობას და 2008 წელს ალბომიც კი გამოუშვა, შემდეგ ფილმშიც გადაიღეს. კარლა ბრუნი ორსულობის დროსაც დადიოდა "შუაღამე პარიზში"-ს გადაღებებზე. პირველი ლედის შიშველი ფოტოსესიაც არაა უცხო ხილი ცნობილი ჟურნალებისათვის. დედოფალი რანია დედოფალი რანია იორდანიის მეფის მეუღლეა. იგი ეწევა კულტურულ და საქველმოქმედო აქციებს. 4 შვილის დედა საკუთარ გარეგნობაზე იმდენად ზრუნავს, რომ სუპერმოდელს ჰგავს. დედოფალმა რანიამ 1995 წელს ჩამოაყალიბა და ხელმძღვანელობს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც ზრუნავს ქალების ეკონომიკური და სრულფასოვანი ცხოვრების შექმნაზე. იგი ქალთა უფლებების აქტიური დამცველია იორდანიაში. მეჰრიბან რიფის ასული ალიევა აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის მეუღლე, მეჰრიბან ალიევა ცნობილია თავისი სილამაზით. მეჰრიბანი აზერბაიჯანის პრეზიდენტის ერთგული თანამგზავრია. იგი აზერბაიჯანის პარლამენტის წევრი, კულტურის განვითარების ორგანიზაციის და აზერბაიჯანის ტანვარჯიშის ფედერაციის პრეზიდენტიცაა. იგი ასევე იუნესკოს, ISESCO-სა და OIC-ის კეთილი ნების ელჩიცაა. მეჰრიბან ალიევა 2 ულამაზესი შვილის და 2 შვილიშვილის ბებიაა. მოზა ბინ ნასერ ალ მისნედი მოზა ბინ ნასერ ალ მისნედი გახლავთ კატარის ამირას შეიხ ჯამადის მეორე ცოლი. იკი კატარის განათლების, მეცნიერების და საზოგადოებრივი განვითარების ცენტრის პრეზიდენტია. მოზა ბინ ნასერ ალ მისნედი ასევე ცნობილია თავისი დახვეწილი გემოვნებით. ცნობილია ასევე, რომ კატარის შეიხი სამი ცოლიდან მასთან ერთად ამჯობინებს ხოლმე საზოგადოებასთან გამოჩენას. სულ ეს იყო მოკლე ინფორმაცია ლამაზ და ცნობილ პირველ ლედებთან დაკავშირებით. 1770 28-ს მოსწონს
|