x
image
cxvedo
ლაქებიანი ტბა კანადაში
ლაქებიანი ტბა მმდებარეობს ქალაქ Osoyoos-ის ჩრდილოეთით, ბრიტანეთის კოლუმბიაში (კანადა).


Spotted Lake

ლაქებიანი ტბა თავისი სილამაზითა და უცნაურობით უამრავ ტურისტს იზიდავს. ეს ტბა მდიდარია სხვადასხვა მინერალებით: მაგნიუმის სულფატით, კალციუმისა და ნატრიუმის სულფატებით. იგი მაღალი კონცენტრაციით შეიცავს 8 სხვადსხვა სახის მინერალს, ხოლო მცირე დოზით 4 მინერალს შეიცავს, როგორებიცაა ვერცხლი და ტიტანი.


Spotted Lake



ტბის "გუბურები" განსაკუთრებით დიდები გაზაფხულზე ხდებიან, ხოლო ზაფხულში ისინი სასარგებლო წიაღისეულის საბადოდ იქცევიან (წყალი ორთქლდება და მინერალები ამ "გუბურების" კიდეებზე რჩება). სწორედ ამ მინერალების გამოა "გუბურების" შეფერილობა ასეთი მრავალფეროვანი - თეთრი, ღია ყვითელი, მწვანე ან ლურჯი ფერის. ლაქების ფერებს ძირითადად მაგნიუმის სულფატის კონცენტრაცია განაპირობებს. "გუბრებს" შორის დარჩენილია ფერადი "ბილიკები". პირველი მსოფლიო ომის დროს ამ ტბისგან ამოღებული წიაღისეულით უამრავ საბრძოლო მასალას აწარმოებდნენ. ჩინელი მუშახელი ხელით იღებდა ამ წიაღისეულს და გზავნიდნენ აღმოსავლეთ კანადის ქარხნებში, სადაც ბომბები მზადდებოდა.


Spotted Lake


ამ ტბის წყლების თერაპიული დანიშნულებისთვის გამოყენებაც უკვე დიდი ხანია ცნობილია. ამ ტერიტორიაზე მცხოვრებმა ინდილების ტომებმა თავის დროზე ცეცხის შეწყვეტის შეთანხმებაც კი დადეს ტბის გამოყენებასთან დაკავშირებით და ყველა ახლომდებარე ტომი თანაბრად იყენებდა წლის რესურსებს.


Spotted Lake


ტბა კერძო მფლობელობაში 40 წლის მანძილზე ჰქონდა Ernest Smith-ის ოჯახს. 1979 წელს Smith-მა გადაწყვიტა ეყიდა ტბა და შეენარჩუნებინა მისი სილამაზე. 20 წლის მანძილზე ცდილობდნენ Smith-ის დარწმუნებას გაეყიდა ტბა და ბოლოს 2001 წელს 2 ჰექტარი მიწის ფართობი გაიყიდა 720 ათას ამერიკულ დოლარად, ხოლო თავდაპირველად იგი სულ რაღაც 150 ათასი ამერიკული დოლარი ღირდა.


Spotted Lake


ტბა შემოღობილია და გიდის გარეშე შესვლა აკრძალულია.


Spotted Lake



2
233
19-ს მოსწონს
ავტორი:cxvedo
cxvedo
233
  
2013, 12 ოქტომბერი, 0:22
მართლა როგორც ყოველთვის :)
2013, 13 მაისი, 11:33
როგორც ყოველთვის, საინტერესო სტატიაა!
0 1 2