სხვა მოცურავე (მოტივტივე) კუნძულები 2013, 26 მაისი, 12:33 ტიტიკაკას ტბაზე მდებარეობს 48 მცურავი (მოტივტივე) კუნძული. ამ მცურავ კუნძულებზე დადგომა საკმაოდ სასიამოვნოა, რადგან გრძნობ, ფოროვანი ზედაპირიდან ფეხებზე როგორ გელამუნება წყალი, შეიგრძნობ რომ დედამიწა მართლა მოძრაობს.
ტიტიკაკას ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ოდითგანვე სახლობდნენ ურუს (Uros) ტომის ინდიელები. XIV საუკუნიდან დაიწყო ხელოვნური კუნძულების აგება. ეს ხელოვნური კუნძულები უზარმაზარ კანჯოებს (ინდიელების ნავი) წარმოადგენდნენ, რომლებსაც ურუს ტომის ინდიელები ლერწმით (ჩალით) აკეთებდნენ. ამ კანჯოების აგებას დიდი სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა. ურუს ტომის ინდიელები სწორედ ამ გზით ახდენდნენ კავშირის დამყარებას Aymara-ს ტომის ინდიელებთან, Inca-ებთან და ესპანელ კონკისტადორებთან. შაქრის ლერწმის კონებს კრავენ ფესვებით და აკეთებენ ასეთ საოცარ კუნძულებს, რომლებსაც tortora ეწოდება. ასეთი კუნძული ბუნებრივია წყალზე იტივტივებს. ყოველ თვე იქ მცხოვრები ინდიელები ცვლიან ირგვლივ მდებარე ძველ ჩალის კონებს, რადგან წყალთან მუდმივი კონტაქტის გამო ლერწმის კონები ხრწნას და დაშლას იწყებენ. აქ მცხოვრები ინდიელები საკმაოდ შეზღუდულები არიან საცხოვრებელი ფართით. მათი არც ქოხი და არც კანჯოები არაა დიდი მოცულობის. ინდიელებზე საკმაოდ ბევრი წიგნისა და ფილმის გამო, მგონი, ყველა ბავშვის ოცნება იყო, მათსავით ქოხში ეცხოვრა, მათსავით მოქცეულიყო და ა.შ. იმედი მაქვს, მოგეწონებათ სტატია, მწირი, მაგრამ საინტერესო ინფორმაციებით. 120 16-ს მოსწონს 1-ს არა
|