სხვა სარა გერტს ამერიკა შეუყვარდა 2013, 28 მაისი, 11:00 ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში მოთამაშე გერმანელი ფეხბურთელის, გერმანიის საფეხბურთო ნაკრების ყოფილი წევრის ჯერმეინ ჯონსის მეუღლე, გერმანელი მოდელი სარა გერტი ცხოვრების ამერიკული წესით მოხიბლულია და ამბობს, რომ შტატები ევროპას ბევრი რამით სჯობს. “ამერიკაში რამდენჯერმე დავესწარი დიზაინერების ჩვენებებს და რამაც პირველ რიგში მომხიბლა, ეს მოდელების თავისუფალი ქცევაა. ხალხიც ასეთია და ვფიქრობ, რომ ევროპაში ამერიკელების მიმართ შექმნილი უარყოფითი დამოკიდებულებები უსამართლო და არამართებულია“, – ამბობს ქალბატონი სარა. 48 შეფასება არ არის
|