x
image
worldsport.ge
სარა გერტს ამერიკა შეუყვარდა

imageამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში მოთამაშე გერმანელი ფეხბურთელის, გერმანიის საფეხბურთო ნაკრების ყოფილი წევრის ჯერმეინ ჯონსის მეუღლე, გერმანელი მოდელი სარა გერტი ცხოვრების ამერიკული წესით მოხიბლულია და ამბობს, რომ შტატები ევროპას ბევრი რამით სჯობს.
სარა გერტის აზრით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრება უფრო თავისუფალია და ადამიანებიც ბევრად უფრო საინტერესოდ და მხიარულად ცხოვრობენ, ვიდრე მაგალითად გერმანიაში. სარა გერტის აზრით, ამერიკაზე ევროპაში უსაფუძვლოდ აქვთ არცთუ დადებითი წარმოდგენები.image

“ამერიკაში რამდენჯერმე დავესწარი დიზაინერების ჩვენებებს და რამაც პირველ რიგში მომხიბლა, ეს მოდელების თავისუფალი ქცევაა. ხალხიც ასეთია და ვფიქრობ, რომ ევროპაში ამერიკელების მიმართ შექმნილი უარყოფითი დამოკიდებულებები უსამართლო და არამართებულია“, – ამბობს ქალბატონი სარა.


www.worldsport.ge

0
48
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
48
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0