x
image
worldsport.ge
ფერნანდო ალონსო პაპარაცის წინააღმდეგ

imageროგორც ჩანს, ყველა პოპულარულ სპორტსმენს არ შეუძლია, უდრტვინველად მოითმინოს მავანი პაპარაცების გამოხტომები, რომლებიც გამუდმებულად მათ პირად ცხოვრებაში ხელების ფათურსა და სკანდალური ფოტოების გადაღებას ცდილობენ...
აშკარაა, რომ პაპარაცთა შემოტევამ ძალიან გააბრაზა ფორმულა 1-ის ესპანელი პილოტი ფერნანდო ალონსო. ერთ-ერთ პაპარაცის, რომელიც ესპანელი სპორტსმენისა და მისი სატრფოს, დაშა კაპუსტინას ღლაბუცის ამსახველი ფოტოების გადაღებას არაკანონიერი გზებით ცდილობდა, გაბრაზებულმა ალონსომ ფოტოკამერა დაუმტვრია.
სპორტსმენი ამბობს, რომ ნანობს ასეთ აგრესიულ საქციელს და მზადაა, დამტვრეული ფოტოაპარატის საფასური – 6 ათასი ევრო - სრულად აანაზღაუროს. თუმცა, ბოლიდის პილოტი იმასაც ამბობს, რომ საკუთარი პირადი ცხოვრების გამოაშკარავება არ სურს და ძალიან აბრაზებს, როდესაც ყველა მის ყოველდღიურობაში იქექება.


www.worldsport.ge

0
31
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
31
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0