სხვა კრისტიან კარამბე და მისი მეუღლე ყველაზე შეუფერებელ წყვილად აღიარეს 2013, 24 მაისი, 11:12 ფრანგულმა ბულვარულმა ჟურნალმა “ბულონმა” უკანასკნელი ოცი წლის მანძილზე ყველაზე შეუფერებელ წყვილად, ვეტერანი ფეხბურთელი, კრისტიან კარამბე და მისი მეუღლე, ადრიანა კარამბე დაასახელა. კრისტიან კარამბემ ფეხბურთის თამაშს თავი კარგა ხნის წინ დაანება, მაგრამ “ყვითელ” პრესას მისი პერსონა ჯერ კიდევ ახსოვს. ჟურნალმა “ბულონმა” უკანასკნელი ოცი წლის მანძილზე ყველაზე შეუფერებელ წყვილად დასახელების შემდეგ, სპეციალურად მოწყობილ გალა-საღამოზე კარამბე და მისი მეუღლეც მიიწვია. მაგრამ, ღონისძიებას კარამბეები რასაკვირველია არ დასწრებიან. 1423 3-ს მოსწონს
|