ფრანგულმა ბულვარულმა ჟურნალმა “ბულონმა” უკანასკნელი ოცი წლის მანძილზე ყველაზე შეუფერებელ წყვილად, ვეტერანი ფეხბურთელი, კრისტიან კარამბე და მისი მეუღლე, ადრიანა კარამბე დაასახელა. კრისტიან კარამბემ ფეხბურთის თამაშს თავი კარგა ხნის წინ დაანება, მაგრამ “ყვითელ” პრესას მისი პერსონა ჯერ კიდევ ახსოვს.
კრისტიან კარამბეს ცნობადობა რასაკვირველია მისი უმშვენიერესი მეუღლის დამსახურებაა. საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი რბილად რომ ვთქვათ, განსაკუთრებული გარეგნული სილამაზით ნამდვილად ვერ დაიკვეხნის. მაშინ როდესაც მისი მეუღლე მზესავით კაშკაშებს პარიზის ცის კაბადონზე.![კრისტიან კარამბე და მისი მეუღლეყველაზე შეუფერებელ წყვილად აღიარეს image](/uploads/article_images2/small/136937952835644.jpg)
ჟურნალმა “ბულონმა” უკანასკნელი ოცი წლის მანძილზე ყველაზე შეუფერებელ წყვილად დასახელების შემდეგ, სპეციალურად მოწყობილ გალა-საღამოზე კარამბე და მისი მეუღლეც მიიწვია. მაგრამ, ღონისძიებას კარამბეები რასაკვირველია არ დასწრებიან.
www.worldsport.ge