x
image
worldsport.ge
ანი შერმადინი: "შეუძლებელია, საქართველოში პროფესიონალ ფრენბურთელად ჩამოყალიბდე"

imageცუდი საყოფაცხოვრებო და სათამაშო პირობების გამო, საქართველო უამრავმა პერსპექტიულმა სპორტსმენმა დატოვა. ერთ-ერთი მათგანი 18 წლის ფრენბურთელი ანი შერმადინია, რომელიც ამჟამად ესპანეთის სუპერლიგა 2-ის მონაწილე “ალკობენდასის” ერთ-ერთი ლიდერია.
“მსოფლიო სპორტი” ანი შერმადინს ესაუბრა.
- თუ შეიძლება, მოკლედ გვიამბეთ თქვენს შესახებ.
- დავიბადე თბილისში 1994 წლის 29 ნოემბერს. მყავს და, ძმა და დედა. მამა 5 წლის წინ გარდამეცვალა. ვარ 184 სმ. სიმაღლის, წონა – 65 კგ.
- ესპანეთში როგორ მოხვდით?
- 2011 წლის 28 აპრილს “ბათუმის” ფრენბურთელთა გუნდთან ერთად ესპანეთში, 1994 წელს დაბადებულ გოგონათა საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობის მისაღებად გავემგვზავრე, რომელსაც ქალაქი სანტა სუსანა მასპინძლობდა. ადგილობრივი გუნდის ხელძღვანელობა ჩემით დაინტერესდა და ესპანეთის დედაქალაქ მადრიდის გარეუბნის “ალკობენდასში” თამაში შემომთავაზზეს. ესპანეთში მალე ჩავედი და “ალკობენდასის” ახალგზარდულ გუნდში ჩავირიცხე. ამჟამად ახალგზარდულთან ერთად ძირითად გუნდშიც ვთამაშობ. 2013-14 წლის სეზონიდან “ალკობენდასი” სუპერლიგა I-ში გამოვა და უფრო სერიოზულ მეტოქეებთან მოგვიწევს თამაში.image- თქვენი ფიზიკური მონაცემებიდან გამომდინარე, შეგეძლოთ ჩოგბურთი და კალათბურთიც აგერჩიათ, რატომ აირჩიეთ ფრენბურთი?
- კალათბურთი კი მიყვარს, მაგრამ მიმაჩნია, რომ წმინდა მამაკაცური სპორტია და ქალისთვის მისაღები არაა. თავიდან მამაჩემმა ჩოგბურთზე მიმიყვანა. ძალიან ძვირადღირებული სპორტია და ფინანსური პრობლემების გამო თავი დავანებე. ისევ მამაჩემის სურვილით, ჩოგბურთიდან წამოსვლის შემდეგ, ვარჯიში ტაეკვანდოში გავაგრძელე, მაგრამ არ მომეწონა და მალე შევეშვი. ბოლოს არჩევანი ფრენბურთზე შევაჩერე, სადაც ჩემი და ვარჯიშობდა.
- ფრენბურთში რატომ დარჩით, მოგეწონათ?
- ძალიან. იმდენად მიყვარს, რომ მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. მინდა პროფესიონალი გავხდე და დიდი ფრენბურთი ვითამაშო.
- საქართველოდან რატომ წახვედით, აქ არ შეგეძლოთ პროფესიონალად ჩამოყალიბებულიყავით?
- რომელ პროფესიონალიზმზეა საუბარი, როდესაც საქართველოში ფრენბურთის განვითარებისა და პროფსიონალ სპორტსმენად ჩამოყალიბების ელემენტარული პირობები არ არის.image

- კონკრეტულად რა გაქვთ მხედველობაში?
- საქართველოს ფრენბურთელთა ეროვნული ჩემპიონატი მოვალეობის მოხდის მიზნით ტარდება. როგორ შეიძლება პროფესიონალ სპორტსმენად ჩამოყალიბდე, როცა ნახევრად დანგრეულ დარბაზში ძველი, ზოგჯერ დახეული ბურთით გიწევს ვარჯიში.
- ესპანეთის მოქალაქეობა რომ შემოგთავაზონ, დათანხმდებით?
- რა თქმა უნდა.
- სამშობლოს, სადაც გაიზარდეთ, ასე იოლად შეელევით?
- ვიცი, რომ ძალიან გამიჭირდება, მაგრამ სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ.
- აქტიური სპორტიდან წასვლის შემდეგ თუ დაუბრუნდებით საქართველოს?
- რა თქმა უნდა, დავუბრუნდები. დედის, დედმამიშვილებისა და სხვა ახლობლების გარდა ჩემი შეყვარებულიც საქართველოში ცხოვრობს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მინდა ოჯახიც ქართული მქონდეს.
- თქვენი შეყვარებულიც სპორტსმენია?
- კი, სპორტსმენია და საქართველოს კალათბურთელთა ჩემპიონატში მოასპარეზე ერთ-ერთ გუნდში გამოდის.
- რა ჰქვია თქვენს შეყვარებულს?
- ჩემზე სამი წლით უფროსი, 17 სანტიმეტრით მაღალი, ეროვნებით ქართველია. წარმოშობით ქუთაისელი. ამ ეტაპზე სხვას ვერაფერს გეტყვით.


როლანდ ლაბუჩიძე

www.worldsport.ge

1
144
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
144
  
2013, 23 მაისი, 15:11
რა კითხვები დასვეს ტო აბა რო ცდილობ და ფეხებზე გიკიდებენ ეგ როგორია?საქართველო მეც მიყვარს მაგრამ საფრანგეთში ვარ წასული,იმიტომ რომ უსამართლობა ხდება ჩვენ ქვეყანაში და კანონიერად არაფერი ხდება,მიზნის მიღწევა რომ დაგჭირდეს მილიონერი უნდა იყო,ესე იქამდე გაგრძელდება სანამ ეგ ღორები არ წავლენ პოლიტიკიდან და არ შეიცვლება მთავრობა
0 1 1