x
image
ციცი
Mediator image
გვანცა ჯაფარიძე-"საქართველოს ვარსკვლავის" კონკურსანტი(+პირადი ფოტოები)
image

გვანცა ჯაფარიძე პროექტ "საქართველოს ვარსკვლავის" ერთ-ერთი კონკურსანტია. მას ყველანაირი მონაცემები აქვს იმისთვის, რომ ვარსკვლავი გახდეს.

გვანცა ჯაფარიძე სწავლობს საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. იგი 20 წლისაა, მის პირად ცხოვრებაში ამ ეტაპზე არაფერი არ ხდება, მას არ ყავს შეყვარებული. გვანცა ახლა მხოლოდ საკუთარი კარიერით არის დაინტერესებული. თუმცა გავნცას ყავდა შეყვარებული, რომელსაც იმის გამო დაშორდა რომ ერთმანეთს ვერ შეეწყვნენ. მომხიბვლელი გოგონა ერთი პერიოდი მოდელიც იყო, მაგრამ მისი სამოდელო კარიერა საზღვარგარეთ არ შედგა, რადგან მას სოფო ჭყონიამ ცხვირის ოპერაციის გაკეთება მოსთხოვა, რისი საშუალებაც გვანცა ჯაფარიძეს არ ჰქონდა და ამიტომ არ შედგა მისი უცხოეთში გამგზავრებაც. უკვე ორი წელია, რაც გვანცას ურთიერთობა არ აქვს სამოდელო სააგენტოსთან. იგი გადაღებულია კლიპებში და რეკლამებშიც.

გვანცა ყოველმხრივი ნიჭით არის დაჯილდოებული. გარდა იმისა რომ კარგად მღერის, ასევე კარგადაც ხატავს. "საქართველოს ვარსკვლავამდე", მან თავისი ბედი სცადა "ჯეოსტარში" და "ახალ ხმაში", მაგრამ არსად არ გაუმართლა. "ახალ ხმაში" გვანცას, ბრმა კასტინგის დროს, არცერთი მწვრთნელი არ შემოუტრიალდა. ამან მასზე ძალიან ცუდად იმოქმედა და ფიქრობდა, რომ კონკურსებში აღარასოდეს არ მიიღებდა მონაწილეობას. მაგრამ მეგობრის დაჟინებული თხოვნით მაინც მივიდა პროექტ "საქართველოს ვარსკვლავში" და მისმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო... გვანცა ჯაფარიძე "საქართველოს ვარსკვლავის" ერთ-ერთი ფავორიტი კონკურსანტია და ჟიურის მხრიდან ყოველთვის იმსახურებს დადებით შეფასებებს.


ახლა კი გთავაზობთ მის პირად ფოტოებს:


imageimageimageimageimage
image
imageimageimageimageimage

imageimageimageimageimageimageimageimage
imageimageimageimage

1
788
11-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
788
  
2013, 23 მაისი, 11:49
გვანცა არ შემიყვარებდი? :-)
0 1 1