ესპანეთის “რეალ სოსიედადის” მთავარი მწვრთნელი ფილიპ მონტანიე სეზონის დასრულების შემდეგ გუნდს დატოვებს.
ფრანგული პრესის ინფორმაციით, ის სათავეში “რენს” ჩაუდგება, რომელთანაც 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. 48 წლის ფრანგი სპეციალისტი “რეალ სოსიედადს” 2011 წლიდან წვრთნის. ბასკურ გუნდს პრიმერა დივიზიონში ამჟამად მე-4 ადგილი უკავია და ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოსაპოვებლად “ვალენსიასთან” იბრძვის. დარჩენილ ორ ტურში “სოსიედადი” საკუთარ მოედანზე “რეალს” მიიღებს და “დეპროტივოს” სტუმრად ეთამაშება.
www.worldsport.ge