x
image
worldsport.ge
ეფენბერგი: “მინდოდა “შალკე” ჩამებარებინა”

imageმიუნხენის “ბაიერნის” ყოფილმა ნახევარმცველმა შტეფან ეფენბერგმა ერთ-ერთ გერმანულ გამოცემას გაუმხილა, რომ “შალკე-04”-ის ხელმძღვანელობისგან მთავარი მწვრთნელის სავარძლის შეთავაზებას ელოდა და იმედი გაუცრუვდა.
“ამ გუნდში ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი თამაშობს და “შალკეს” დიდი პოტენციალი აქვს. დასამალი არაფერია, მე მართლა სულით და გულით მინდოდა მწვრთნელობა. ეს ჩემთვის უდიდესი გამოწვევა იქნებოდა, მაგრამ... კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებასაც პატივს ვცემ”, – განაცხადა ეფენბერგმა.
შეგახსენებთ, რომ “შალკეს” თავკაცები ეფენბერგის კანდიდატურას მართლაც განიხილავდნენ, მაგრამ საბოლოოდ არჩევანი კლუბის მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელ იენს კელერზე შეაჩერეს.


www.worldsport.ge

0
24
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
24
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0