მადრიდის “რეალის” პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა დაადასტურა, რომ ჟოზე მოურინიოს შეცვლის ერთ-ერთი კანდიდატი ამჟამად პსჟ-ში მომუშავე კარლო ანჩელოტია. თუმცა, ესპანელი ბიზნესმენი აცხადებს, რომ პარიზელები იტალიელის გაშვებაზე უარს აცხადებენ.
“პსჟ-სა და მის მფლობელებს დიდ პატივს ვცემ. რამდენიმე დღის წინათ, ჩვენმა გენერალურმა დირექტორმა პარიზელებს ანჩელოტის ჩვენთან შესაძლო გადმოსვლის საკითხის განხილვა შესთავაზა. პასუხად უარი მივიღეთ.
შექმნილი სიტუაციის გასაანალიზებლად რამდენიმე დღე გვაქვს. შემიძლია გითხრათ, რომ ანჩელოტი “რეალის” მთავარი მწვრთნელობის ერთადერთი კანდიდატი არაა.
რაც შეეხება მოურინიოს – ჩვენ მას არანაირ კომპენსაციას არ გადავუხდით. ურთიერთობის გაწყვეტა ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე მოხდა.” – ციტირებს პერესის სიტყვებს Goal-ი.
მიშა ზაქარეიშვილი
www.worldsport.ge