x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
პრაღაში "სიყვარულის მატარებელი " იმოძრავებს

imageსპეციალურად იმათთვის, ვისაც სურს გაიცნოს პარტნიორი, ან იპოვოს ცხოვრების მეგზური, პრაღის მეტროპოლიტენში გაუშვებენ "სიყვარულის მატარებელს", იუწყება France-Presse-ი."მეტროში შეიძლება კითხულობდე, სწავლობდე, რატომ არ შეიძლება რომ მეწყვილე იპოვო?ჩვენ გვინდა, რომ ქალაქის მაცხოვრებლებს ცხოვრება უფრო გავულამაზოთ.ხშირად ადამიანებს დრო არ ჰყოფნით იმისთვის, რომ ახალი ნაცნობობა გააბან, როგორც ეს ადრე იყო."-განაცხადა სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენელმა ფილიპ დრაპალამ.დაგეგმილია, რომ მატარებლების შემადგენლობაში რამდენიმე ვაგონი იქნება ჩაბმული, რომლებიც შეფერილობით, შიდა ინტერიერით და სპეციალური ნიშნულით იქნება განსხვავებული.იდეის ავტორებს იმედი აქვთ, რომ ადამიანები გაიჩენენ ახალ ნაცნობებს, რომელიც შემდგომ მუდმივ ურთიერთობაში გადაიზრდება.დაგეგმილია, რომ პირველი "სიყვარულის მატარებელი" ამ წლის ბოლოს გავა ხაზზე.

1
273
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
273
  
2013, 21 მაისი, 9:57
ეხლა გამონათქვამი გამახსენდა :შენ მატარებელს ჯერ არ ცამოუვლიაო? და აჰა,მოდის მგონი :):):)
0 1 1