ტკბილეული შოკოლადის ძეხვი 2013, 20 მაისი, 22:09 შოკოლადის ძეხვის მოსამზადებლად მოიმარაგეთ: პეჩენია, კარაქი, კაკალი ან თხილი, ქიშმიში, კაკაო, შედედებული რძე და თაფლი. პეჩენია დააჩოფერეთ შეურიეთ დარბილებული კარაქი, მოხალული და დაქუცმაცებული კაკალი ( მოკლედ კაკლისა და თხილის ოჯახიდან ნებისმიერი წარმომადგენელი), ქიშმიში, შედედებული რძე, კაკაო და თაფლი.ეს ყველაფერი კარგად გადაზილეთ, მიეცით ძეხვის ფორმა და შედგით მაცივარში. ერთ საათში მოაჭერით თხელი ნაჭერი და დააგემოვნეთ. ძალიან გემრიელია. წარმატებები 643 3-ს მოსწონს
|