x
image
worldsport.ge
იბრაჰიმოვიჩი საფრანგეთში საუკეთესოდ აღიარეს

imageროგორც მოსალოდნელი იყო, საფრანგეთის ჩემპიონატის ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო პარიზული პსჟ-ს შვედმა ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მიიღო.
საუკეთესო ფეხბურთელს ლიგა 1-ის მწვრთნელები და ფეხბურთელები ირჩევენ და Reuters-ის ცნობით, ამ ნომინაციაში პირველობა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა არავის დაუთმო. ის 29 გოლით ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა.
საუკეთესო ფეხბურთელობას იბრაჰიმოვიჩს მისი თანაგუნდელები ტიაგო სილვა და ბლეზ მატუიდი, ასევე, “სენტ-ეტიენის” ფორვარდი პიერ-ემერიკ ობამეიანგი ეცილებოდნენ.
“ბასტიას” თავდამსხმელი ფლორიან ტოვენი საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად აღიარეს, ხოლო “სენტ-ეტიენის” მთავარი მწვრთნელი კრისტოფ გალტიე, პსჟ-ს იტალიელ დამრიგებელ კარლო ანჩელოტისთან ერთად, საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.


www.worldsport.ge

0
26
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
26
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0