ესპანელმა ჟურნალისტებმა კრიშტიანუ რონალდუსა და ირინა შეიკის დაშორება იმდენჯერ “იწინასწარმეტყველეს”, რომ კაცი ვერ გაიგებდა, წყვილი მართლა დაიშალა თუ არა. ამას დაემატა რონალდუს უცნაური განცხადება “ცხოვრების მრავალფეროვნებასთან” დაკავშირებით და ჭორებიც აზღვავდა.
მიუხედავად გავრცელებული ტყუილ-მართალი ამბებისა, ფაქტია, რომ ირინა შეიკი და მადრიდის ”რეალის” ვარსკვლავი კვლავ ერთად არიან. პორტუგალიელი ფეხბურთელი დღენიადაგ იმის მტკიცებაშია, სანამ საკუთარ თავზე სიახლეს მე არ დავადასტურებ, ჭორებს ნურავინ აჰყვებაო.
მაგრამ ალბათ თავად რონალდუმაც კარგად იცის, რომ “ყვითელ პრესას” საწერი თუ არ მიეცი, ცნობადობასაც სულ მალე დაკარგავ. ცნობადობის დაკარგვას კი, ბევრი ვარსკვლავი ვერ ეგუება. ასეთია რეალობა და ამას ვერავინ შეცვლის...