x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
გარდაცვლილმა გოგონამ ოჯახს 5 მილიონამდე $ მოაგებინა

ჩიკაგოს მახლობლად მაცხოვრებელმა თავის ქალიშვილის ყულაბაში დავიწყებული ლატარიის ბილეთები აღმოაჩინა, რომელმაც ოჯახს 4.85 მილიონი $ მოაგებინა.ამის შესახებ იუწყება NBC Chicago, რიკარდო სერეზოს მეუღლე ალაგებდა სამზარეულოს და აპირებდა სხვა უსარგებლო ნივთებთან ერთად ძველი ლატარიის ბილეთებიც გადაეყარა, თუმცა რიკარდომ მაინც გადაწყვიტა კომპიუტერში შეემოწმებინა ბილეთების ნომრები, ერთ-ერთმა ნომერმა აუწყა, რომ ბილეთი მომგებიანი იყო, თუმცა თანხა ან პრიზი არ იყო მითითებული.რიკარდომ თავიდან იფიქრა, რომ მოგებული თანხა ალბათ 600$-ზე მეტი არ იქნებოდა, თუმცა მალე ლატარიის კომპანიიდან მოუვიდა პასუხი, რომ მოგებული თანხა 4, 850, 000 $ იყო.სერესომ აღიარა, რომ მოგებულმა თანხამ სულზე მიუსწრო ოჯახს, რადგან მათ ბევრი ვალები ჰქონდათ, მათ შორის სახლის.რიკარდოს ოჯახი მხოლოდ იმაზე სწუხს, რომ ამ მოგებას ვერ მოესწრო მათი ქალიშვილი სავანა, რომელმაც ყულაბა მამას სიკვდილამდე აჩუქა, იგი 2012 წლის ზაფხულში გარდაიცვალა.image

1
119
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
119
  
2013, 20 მაისი, 10:21
:((((( სამწუხარია
0 1 1