x
image
ნოდარ ჯოჯუა
საგანელიძე: დაუსჯელობის სინდრომი ნამდვილად არის ქვეყანაში

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით საგანელიძის განცხადებით, დღეს პოლიციამ საგმირო საქმე გააკეთა.


მისივე თქმით, წლimageების განმავლობაში, აქციაზე აგრესიული პოლიციელები, ხელკეტებით, გაზის ბალონებით და რეზინის ტყვიებით საკუთარ ხალხს უსწორდებოდნენ.


"პოლიციამ აქციის მონაწილეები, ათიათასობით გაღიზიანებული ადამიანებისგან დაიცვა და მიკროავტობუსით ქალაქგარეთ გაიყვანა. უმცირესობამ დღეს პარლამენტში თქვა, რომ ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომია. ეს ის უმცირესობაა, რომელთა ლიდერი, ვანო მერაბიშვილი ხოცავდა ხალხს და მფარველობდა მკვლელებს. დღეს ნაციონალები, ზოგი პარლამენტში ზის, ზოგი სეირნობს ქუჩაში. დიახ, დაუსჯელობის სინდრომი ნამდვილად არის ქვეყანაში, "-განაცხადა საგანელიძემ.


0
32
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ნოდარ ჯოჯუა
ნოდარ ჯოჯუა
32
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0