საქართველო გივი თარგამაძე: რუსებს არ ვუყვარვარ, პუტინს არ ვუყვარვარ, შესაბამისად საგანელიძეს არ ვუყვარვარ და პრემიერ მინისტრს 2013, 17 მაისი, 0:12 „მე რუსებს არ ვუყვარვარ, პუტინს არ ვუყვარვარ, შესაბამისად საგანელიძეს არ ვუყვარვარ და არ ვუყვარვარ პრემიერ მინისტრს, არც მე არ მიყვარს ისინი.“ ამის შესახებ ჟრნალისტებს საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, გივი თარგამაძემ განუცხადა. „გამომდინარე იქედან, რომ არსებობს უმცირესობის კვოტა, უმცირესობა აყენებს ჩემს კანდიდატურას. რაიმე ხელშესახები არგუმენტი იმისა, რატომ არ უნდა ვიყო მე ჯგუფის წევრი, უმრავლესობას არ გააჩნია, მითუმეტეს ეს მათი საქმე არაა, რადგან უმცირესობის კვოტაა. აქედან გამომდინარე მე მგონია, რომ საქმე გვაქვს უბრალოდ ახირებასთან, “-განაცხადა თარგამაძემ. 44 შეფასება არ არის
|