x
image
თამუნა გეწაძე
მეორე ქორწინება უფრო მტკიცეა ვიდრე პირველი?

imageბედნიერი ახალდაქორწინებულები, ოპტიმიზმით უყურებენ მომავალს და ოცნებობენ ერთად გაატარონ მთელი ცხოვრება. მაგრამ გადის დრო და ზოგიერთი ოჯახი ინგრევა. მისი წევრები ღებულობენ გადაწყვეტილებას ცალ -ცალკე განაგრძონ ცხოვრება ახალ პარტნიორებთან ერთად.საინტერესოა ის ფაქტი, რომ ხშირ შემთხვევაში, ისინი ითვალისწინებენ წინა გამოცდილებას და ყველანაირად ცდილობენ შეინარჩუნონ ურთიერთობა ახალ მეწყვილესთან.

დიდი ბრიტანეთის ოფიციალური სტატისტიკით პირველი ოჯახების 45% ინგრევა, ხოლო მეორეჯერ შექმნილი ოჯახების 32%. მეორე ქორწინებაში პარტნიორები ბედნიერად თვლიან თავს შემდეგი მიზეზების გამო:ისინი სწავლობენ ძველ დაშვებულ შეცდომებზე და ამის გათვალისწინებით, ახალ ურთიერთობებს სხვანაირად აწყობენ.პირველი ქორწინების დაშლაში დიდ როლს თამაშობს ასაკი. ხშირ შემთხვევაში ახალგაზრდები დაუფიქრებლად და გაუაზრებლად ქორწინდებიან, წინა პლანზე იწევს ემოციები, ხოლო უკვე მომწიფებულ ასაკში, უფრო დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან ამ საქმეს- ასეთია პროფესორ პემ სპურის აზრი.

მეორე ქორწინებასაც აქვს თავისი უარყოფითი მხარეები.მეცნიერები ასეთ პრობლემად მიიჩნევენ წინა ქორწინებიდან გაჩენილ ბავშვებს, რომლებიც ყოველთვის ვერ ეგუებიან ახალ მდგომარეობას.


0
74
8-ს მოსწონს
ავტორი:თამუნა გეწაძე
თამუნა გეწაძე
74
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0