სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული იამაიკელი მორბენალის, უსეინ ბოლტის ყოფილმა სატრფომ, ლუბიცა სლოვაკმა, უსეინთან ერთწლიანი დაშორების შემდეგ, საზოგადოებას ახალი გულისსწორი გააცნო და იქვე დაიქადნა, რომ უსეინთან განშორებას მის ცხოვრებაზე ტრაგიკული გავლენა სულაც არ მოუხდენია.
ლუბიცა სლოვაკის ახალი სატრფო, 34 წლის არაბი ბიზნესმენია, რომელიც ევროპული “ყვითელი” პრესის მტკიცებით, ლუბიცას ცოლად მოყვანასაც აპირებს. როგორც ჩანს, ლუბიცა სლოვაკი დაშორების გამო, უსეინზე ჯერ ისევ ნაწყენია და ამ წყენას არც მალავს.
კაცმა რომ თქვას, ამ ქალის გაგება არც ისე ძნელია და ლუბიცას მხრიდან რომ შევხედოთ, უსაინზე გულისმოსვლა ლოგიკურიცაა. ბოლტი ხომ თავის აწუკვე ყოფილ სატრფოს მხოლოდ იმიტომ დაშორდა, რომ ოლიმპიადისათვის ემზადებოდა და სასიყვარულო ღანაყოფისათვის დრო აღარ რჩებოდა. მოკლედ რომ ვთქვათ, დიდმა რეკორდსმენმა საყვარელს სპორტი ანაცვალა და ეს რომელ ქალს არ ატკენს გულს?!..
www.worldsport.ge