x
image
ციცი
Mediator image
ივანა მელაი-" ნუთუ დიდი დანაკარგია ეს თანხა საქართველოსთვის?!"(+მისი ფოტოები)
image
ივანა მელაი- 25 წლის უკრაინელი მომღერალია, რომელიც საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობდა, განსაკუთებით "ნაციონალური მოძრაობის" სათავეში ყოფნის დროს. იგი ხშირად ჩანდა ეკრანებზე, წერდა კლიპებს, ჰქონდა თავისი საავტორო გადაცემა და სხვადასხვა კონცერტებშიც იღებდა მონაწილეობას. ერთი სიტყვით, მას საქართველოს მთავრობა სწყალობდა. მასაც ასევე სააკაშვილის ფავორიტებს შორის ასახელებენ.

ივანა მელაიმ, როგორც უკვე ქართული მედიის საშუალებით გავრცელდა ინფორმაცია, პრეზიდენტისგან მიიღო საჩუქარი და ჟურნალ "გზის" ჟურნალისტისთვის მიცემულ ინტერვიუში, კითხვაზე თუ რას იტყოდა იგი სააკაშვილის საჩუქარზე, მან უპასუხა, რომ როგორც მას ახსოვს საუბარი იყო 900 ლარიან საჩუქარზე:

"- ეს ხომ სასაცილოა! ნუთუ დიდი დანაკარგია ეს თანხა საქართველოსთვის?!"

მისთვის ეს თანხა სასაცილოა, რადგან უკრაინაში იგი გაცილებით დიდ ანაზღაურებას იღებს და მისი შრომის ანაზღაურება, რატომ უნდა უკვირდეთ საქართველოში, ეს აოცებს.


რაც შეეხება კითხვას, მეგობრობს თუ არა იგი საქართველოს პრეზიდენტთან, მან უპასუხა რომ სააკაშვილი ძალიან კარგი პიროვნებაა, იუმორის გრძნობით დაჯილდოვებული, წარმოსადეგი და რაც მთავარია უბრალო ადამიანიაო. ხოლო მეგობრობს თუ არა ქვეყნის პირველ პირთან, როგორც მომღერალმა აღნიშნა, იგი მას მხოლოდ შეხვედრებზე და წვეულებებზე თუ შეხვედრია.

ივანა მელაი, წუხს იმაზე, რომ ყველა მხრიდან მხოლოდ ნეგატიური ინფორმაცია მოდის. მან უკრაინაში ყველა და ყველაფერი მიატოვა და ჩამოვიდა საქართველოში, მაგრამ ახლა სინანულით აღნიშნავს: -"სად არის ”ჩემი საქართველო”?!-ვო". მომღერალი იმდენად არის საქართველოზე შეყვარებული, რომ მიუხედავად იმისა რომ ახლა მთელი შოუბიზნესი ჩამკვდარია, იგი მაინც აქ დარჩენას ამჯობინებს და სადაც არ უნდა წავიდეს ბოლოს მაინც საქართველოში დაბრუნდება.

imageimageimageimageimageimage
imageimageimageimageimage
imageimageimageimageimage


1
131
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
131
  
2013, 13 მაისი, 12:53
აბა უკრაინაში ვინ გააკერპებს ასე ილოად, ჩვენსავით.
0 1 1