შოუბიზნესი კიმ კარდაშიანს მთელი მსოფლიო დასცინის 2013, 11 მაისი, 21:39 კიმ კარდაშიანი მსოფლიო დაცინვის საგანი მას შემდეგ გახდა, რაც"Met Gala 2013"-ზე ყვავილებიანი კაბით გამოჩნდა.
შეგახსენებთ, რომ კიმს ყვავილებიანი კაბა ეცვა და ასეთივე ნაჭრის ხელთათმანები ეკეთა, კაბა სპეციალურად მისთვის Givenchy-ის კრეატიულმა დირექტორმა რიკარდო ტიშიმ შექმნა.
ასეთივე რეაქცია მოჰყვა ცოტა ხნის წინ ანჯელინა ჯოლის გამოჩენას შავი კაბით, როდესაც მას ჩახსნილი კაბიდან ფეხი უჩანდა. ჯოლის ფეხი დიდხანს იყო განხილვის საგანი და მასზე არაერთი კომიკური ფოტოც კი შეიქმნა. 66 2-ს მოსწონს
|