შოუბიზნესი სკარლეტ იოჰანსონმა რეჟისორობა გადაწყვიტა 2013, 19 მაისი, 13:00 სკარლეტ იოჰანსონმა კანის კინოფესტივალზე განაცხადა, რომ რეჟისორობას აპირებს. 28 წლის მსახიობი ტრუმენ კაპოტეს რომანის "საზაფხულო კრუიზის" ეკრანიზაციას გეგმავს. სიუჟეტი ომის შემდგომ ნიუ-იორკში ვითარდება, მთავარ როლში 18 წლის გოგონაა, რომელსაც დროის მოკლე პერიოდში ყველაზე სასიამოვნო და ტრაგიკული მოვლენები დაატყდება თავს. ნოველა 40-იან წლებშია დაწერილი და პირველად 2006 წელს გამოიცა. შეგახსენებთ, რომ ავტორის ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია "საუზმე ტიფანისთან", რომლის მიხედვითაც გადაღებული ფილმი დღემდე მსოფლიო კინოს ერთ-ერთ შედევრადაა აღიარებული. 20 1-ს მოსწონს
|