x
image
მაიკო
დემი მური ეშტონის ახალი რომანის გამო იტანჯება
image








































დემი მური ეშტონთან დაშორებას ისევ ვერ ეგუება. მართალია, ეშტონ კატჩერსა და მილა კუნისს თავიანთი რომანის შესახებ ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებიათ, მაგრამ მათ ხშირად ხედავენ ერთად და პაპარაცების ფოტოები ბევრ რამეზე მეტყველებს.

imageimageimage



























































image




















დემი მური ყოფილი მეუღლის ახალი თავგადასავლების გამო ემოციებს ვერ მალავს. "მიუხედავად იმისა, რომ ისინი დიდი ხანია დაშორდნენ დემის შერიგების იმედი მაინც ჰქონდა. ფოტოებმა, რომლებზეც ეშტონი სხვა ქალს ჰკოცნის, მას დიდი ტკივილი მიაყენა. ერთად ყოფნის დროსაც ეშტონი ხშირად ღალატობდა, მაგრამ ეს დროებითი რომანები იყო ახლა კი მილასთან ყველაფერი სერიოზულადაა, დემის ამასთან შეგუება უჭირს."-განაცხადა მსახიობის ახლო მეგობარმა.

როგორც ვიცით, მეუღლესთან დაშორების შემდეგ დემი მურს ნერვული აშლილობის გამო ერთი თვის მანძილზე სარეაბილიტაციო კლინიკაში მოუწია ყოფნა. ახლა კი მას შვილებთანაც დაძაბული სიტუაცია აქვს, რადგან გოგონებს არ სურთ დედასთან ურთიერთობა ეშტონზე მუდმივი ისტერიკებისა და ცრემლების გამო.




0
166
2-ს მოსწონს
ავტორი:მაიკო
მაიკო
166
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0