x
image
მაიკო
ვის უჩივის რიანა სასამართლოში და რატომ ითხოვს 5 მილიონ დოლარს
რიანა მოდურ მარკა "River Island-თან" თანამშრომლობს, სხვა მარკებთან კი არც ისე კარგი ურთიერთობა აქვს.

image

ბრიტანულ ბრენდ "Topshop-ს" სასამართლოში უჩივის და საკუთარი ფოტოების უკანონოდ გამოყენებისთვის 5 მილიონ დოლარს ითხოვს.

image


რიანა აღაშფოთა იმან, რომ ბრენდის კოლექციაში მაისურები გამოჩნდა მისი გამოსახულებით. როგორც ამბობენ, რიანას მენეჯერებმა Topshop-ს ბევრჯერ სთხოვეს გაყიდვის შეჩერება, მაგრამ პასუხი ყოველთვის ერთი იყო: "ჩვენ გავითვალისწინებთ თქვენს თხოვნას."

"სასამართლო პროცედურებზე მან უკვე ერთი მილიონი დოლარი დახარჯა და უკან დახევას არ აპირებს, "- ამბობს წყარო.

Topshop-ის წარმომადგენლები ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.

1
314
3-ს მოსწონს
ავტორი:მაიკო
მაიკო
314
  
2013, 26 მაისი, 16:15
ვერაფერს ვერ დააკლებს სასამართლოებით :) სანამ სასამართლოში წავიდოდა ვინმე იურისტთან გაეარა კონსულტაცია და საავტორო უფებებზე ცოტა მეტი რომ გაეგო ჯობდა :)
0 1 1