x
image
მაიკო
ანჯელინა ჯოლის ორივე მკერდი მოკვეთეს

image 37 წლის ანჯელინამ ასეთი გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სიმსივნის საფრთხე დაემუქრა. ჯოლის დედა 2007 წელს სიმსივნით გარდაიცვალა, რაც მისთვის მძიმე დარტყმა აღმოჩნდა.

ექიმების განცხადებით, 87% იყო იმის შანსი, რომ მკერდის კიბო შეიძლება ანჯელინასაც დაემართოს, 50% კი საკვერცხის კიბოს შანსი.

ჯოლიმ განაცხადა, რომ აპრილში მას ორივე მკერდი მოკვეთეს, მას ძალიან გაუჭირდა ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ საკუთარი შვილების გამო გადადგა მსგავსი ნაბიჯი.

ანჯელინას დედის გარდაცვალება ბავშვებმა მძიმედ განიცადეს, პატარებმა ვერ გააცნობიერეს რა მოუვიდა ბებიას და ეშინოდათ, რომ "იგივე" შეიძლება დედასაც დაემართოს.


"მე მინდა სხვა ქალებსაც ვუთრა, რომ გადაწყვეტილების მიღება ძალიან გამიჭირდა, მაგრამ არ ვნანობ, რადგან კიბოს განვითარების რისკი 87%-დან 5%-მდე შემიმცირდა. ახლა შემიძლია შვილებს ვუთრა, რომ მათ სიმსივნის გამო ჩემი დაკარგვის აღარ უნდა ეშინოდეთ, "-განაცხადა ჯოლიმ.

მსახიობმა ოპერაციამდე სამთვიანი მკურნალობის კურსი გაიარა და მას მკერდის ბუნებრივი ფორმა იმპლანტანტებით შეუცვალეს.

image

" მე ძალიან გამიმართლა, რომ გვერდით ისეთი პარტნიორი მყავს როგორიც ბრედ პიტია, მას ვუყვარვარ და მამხნევებს. მკურნალობის პერიოდში ის სულ ჩემ გვერდით იყო. ნებისმიერ თქვენგანს, ვისი ცოლიც ან შეყვარებულიც ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდება, უნდა ესმოდეს რომ მათთვის თქვენი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, "- წერს მსახიობი.

0
87
3-ს მოსწონს
ავტორი:მაიკო
მაიკო
87
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0